ჩინეთი და რუსეთის დიალოგის მოწოდებით გამოდიან
ჩინეთი და რუსეთის დიალოგის მოწოდებით გამოდიან
ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტების შეწყვეტისა და პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრის მოწოდებით გამოვიდნენ.
ჩინეთის ლიდერ სისა და მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შორის გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გავრცელდა.
„ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის კოორდინაციის გაღრმავება ახალ ეპოქაში და უკრაინის კრიზისის დიალოგის გზით მოგვარება“, სახელწოდების ერთობლივ დეკლარაციაში მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა დიალოგია და განაცხადეს, რომ ნაბიჯები, რომლებიც გაზრდის დაძაბულობას, თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ერთობლივ დეკლარაციაში ლიდერები ირიბად აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულებას კრიზისთან მიმართებაში და აცხადებენ, რომ მხარეები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ქვეყანას ან ჯგუფს, რომ მოიპოვოს სამხედრო, პოლიტიკური და სხვა უპირატესობები და ზიანი მიაყენოს ამ ქვეყანას.
თავის მხრივ, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ უფრო გარკვეული პოზიცია გამოთქვა და აღნიშნა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებები შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობიანი გადაწყვეტის საფუძველი, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან. მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან ამისთვის.“
ჩინეთის და რუსეთის ლიდერების შეხვედრას გამოეხმაურა, აშშ-ც და აღნიშნა, რომ ლიდერების წინადადებები უკრაინასთან დაკავშირებით დიდ იმედებს არ იძლევა, რომ ომი მალე დასრულდება.
მსგავსი ინფორმაციები

ბაიდენის მილოცვა პრეზიდენტ ერდოღანს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა