ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს
დაახლოებით 100 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა ხანძრის შედეგად, რომელიც გავრცელდა ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის ქალაქ ალის სპრინგსის დასავლეთით

დაახლოებით 100 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა ხანძრის შედეგად, რომელიც გავრცელდა ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის ქალაქ ალის სპრინგსის დასავლეთით.
ABC News-ის ცნობით, ქალაქის დასავლეთით ხუთი ხანძრის კერა გაჩნდა, რის შედეგადაც ტიორიტას (დასავლეთ მაკდონელი) ეროვნული პარკის დაახლოებით 20 პროცენტი დაიწვა.
დასავლეთ მაკდონელის ქედი ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
ქალაქში ამ დრომდე დაიწვა თითქმის 100 000 ჰექტარი, ხოლო ნარვეიტომაში, გლენ ჰელენსა და ამბურლაში მსხვილი რქოსანი პირუტყვის ფერმები ხანძარს ებრძვიან.
ჩრდილოეთ ტერიტორიის სახანძრო და სამაშველო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის სეზონი აპრილის ბოლომდე გაგრძელდა და "მომავალ კვირებში ცენტრალურ ავსტრალიაში ხანძრის საშიშროება იზრდება".
2011 წელს ცენტრალურ ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 400 ჰექტარზე მეტი უდაბნოს ტერიტორია დაზიანდა.