ოქროს მაღაროზე შეიარაღებულ თავდასხმას მრავალი ჩინეთის მოქალაქე შეეწირა

ოქროს მაღაროზე შეიარაღებულ თავდასხმას მრავალი ჩინეთის მოქალაქე შეეწირა

1961988
ოქროს მაღაროზე შეიარაღებულ თავდასხმას მრავალი ჩინეთის მოქალაქე შეეწირა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ, ბამბარში ოქროს მაღაროზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას ჩინეთის 9 მოქალაქე შეეწირა.

ეროვნული მედიის ცნობით, ქალაქ ბამბარის სოფელ ჩინგბოლოში, ჩინური კომპანია Gold Coast Group-ის კუთვნილ ოქროს მაღაროზე უცნობმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. ამავე ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაძარცვეს მანქანა-დანადგარები და  მაღაროს რეზიდენციები, ასევე  მოკლეს 9 ჩინელი მაღაროელი.

ცნობისათვის, კომპანია Gold Coast Group-მა რეგიონში ფუნქციონირება 5 დღის წინ დაიწყო.

თავდამსხმელების დასაკავებლად რეგიონში ოპერაცა დაიწყო.

მეორეს მხრივ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 დღის წინ, მეამბოხე ჯგუფის წევრებმა, სახელწოდებით, პატრიოტთა კოალიცია ცვლილებისთვის (CPC) თავს დაესხნენ ნანა-მამბერეს რეგიონის სოფელ გბემბოს მახლობლად მდებარე მაღაროს და გაიტაცეს 3 ჩინელი მაღაროელი.



მსგავსი ინფორმაციები