მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გუშინ მონტენეგროში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო, ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ტურში გახდება ცნობილი.
მონტენეგროს დამოუკიდებელი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დათვლილია ხმების 99,2 პროცენტი და 7 კანდიდატს შორის ყველაზე მეტი ხმის მიმღები ორი კანდიდატი, 2 აპრილს გასამართ არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
ამავე ინფორმაციით, არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა ხმების 35,3 პროცენტი, ხოლო ევროპული მოძრაობის ლიდერმა იაკოვ მილატოვიჩმა 29,2 პროცენტი.
ასე, რომ 2 აპრილს ქვეყნის პრეზიდენტი ამ ორ კანდიდატს შორის გამოვლინდება.
მეორეს მხრივ, დამოუკიდებელი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაფიქსირდა, რომ რეგისტრირებული 542 ათას 154 ამომრჩევლის 63,1 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.