სალვადორში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა
სალვადორში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა
ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან სალვადორში ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 30 დღით გაგრძელდა. ქვეყნის პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს მთავრობის მიერ წარდგენილი წინადადება კონგრესმა მიიღო 67 ხმით და ძალაში შევიდა 16 აპრილამდე.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ ადრე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩამორთმეული იქნა 2513 იარაღი და 3167 მანქანა, ასევე ამ დროისთვის დაკავებულია ბანდის 66 ათასზე მეტი წევრი.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა პირველად 2022 წლის 27 მარტს გამოცხადდა და ზედიზედ მე-12-ჯერ გაგრძელდა.
ხელისუფლება, ქვეყანაში ძალადობის ხელახალ ესკალაციაში ე.წ. MS13 (მარა სალვატრუჩა, რაც ნიშნავს „სალვადორელი მოხეტიალე ჭიანჭველების ბრიგადა) ბანდას ადანაშაულებს.
მსგავსი ინფორმაციები
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?