როდის ეწვევა ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს?

როდის ეწვევა ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს?

1961354
როდის ეწვევა ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს?

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს იმ პერიოდში ეწვევა, როდესაც განიხილება მისი ქვეყნის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში და მის დაახლოება მოსკოვთან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვს 20-22 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

მათივე განცხადებით, სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილება.

თავის მხრივ, სი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად ეწვევა მოსკოვს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც განიხილებოდა ჩინეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში და იგი დაუახლოვდა რუსეთს, აშშ-ს გეოპოლიტიკურ მეტოქეობაში.



მსგავსი ინფორმაციები