პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელის წევრობის ბრალდებით 9 პირი დააკავეს

პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელის წევრობის ბრალდებით 9 პირი დააკავეს

1960933
პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელის წევრობის ბრალდებით 9 პირი დააკავეს

პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელის წევრობის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, რომლებიც, სავარუდოდ, უკრაინაში იარაღის გადასატანად გამოყენებულ რკინიგზას აკვირდებოდნენ და საბოტაჟისთვის ემზდებოდნენ.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ, განაცხადა, რომ შინაგანი უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავა.

კამინსკიმ თქვა, რომ ეჭვმიტანილები ამზადებდნენ „დივერსიულ მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა უკრაინისთვის აღჭურვილობის, იარაღისა და დახმარების მიწოდების პარალიზებას“.

მისივე თქმით, ამოღებულია კამერები, ელექტრონული მოწყობილობები და GPS გადამცემები, რომელთა განთავსებას ეჭვმიტანილები უკრაინაში დახმარების გადამზიდავ მანქანებზე აპირებდნენ და გამოძიება გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები