ამერიკა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის განცხადებას უარყოფს

ამერიკა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის განცხადებას უარყოფს

1958964
ამერიკა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის განცხადებას უარყოფს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის განცხადებები იმის შესახებ, რომ „მათ მიაღწიეს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის შესახებ“ სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი:  აბდოლაჰიანმა თქვა: „ჩვენ ახლახან მივაღწიეთ შეთანხმებას და თუ ყველაფერი კარგად წავა აშშ-ს მხრიდან, ვფიქრობ, უმოკლეს ხანებში პატიმრების გაცვლას განვახორციელებთ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს კიდევ ერთი ტყუილია. ასეთი ტყუილები აძლიერებს ოჯახების ტკივილს. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვეწევით, რომ გავათავისუფლოთ 3 ამერიკელი, რომლებიც უსამართლოდ დააპატიმრეს ირანში. ჩვენ არ გავჩერდებით, მანამ სანამ, ეს ადამიანები არ დაუბრუნდებიან საკუთარ ახლობლებს.

ცნობისათვის, ირანის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, აბდოლაჰიანმა თქვა: „გასული წლის მარტიდან აშშ-სთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმებას, რომლის შედეგადაც გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტები. ახლა მისი განხორციელების საფუძველი მომზადებულია. ჩვენთვის ყველაფერი მზად არის, ამერიკული მხარე არის ტექნიკური კოორდინაციის დასრულების პროცესში“.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ სანქციებია დაწესებული. ირანში კი სულ მცირე სამი ამერიკელი მოქალაქეა დაკავებული, ჯაშუშობის ბრალდებით.



მსგავსი ინფორმაციები