დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს

დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს

1956166
დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში მშვიდობის გზაზე გადასასვლელად აუცილებელი პირობები ჯერ არ არის შექმნილი.

პესკოვმა, მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

კრემლის პრესსპიკერმა კითხვაზე, თუ რა გეგმა წარუდგინა ჩინეთმა, რუსეთს უკრაინის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ ჩინელი კოლეგების მოსაზრებებს.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მათ მიერ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გრძელდება.

„ამ შემთხვევაში არ არის შექმნილი მშვიდობიანი გზაზე გადასვლისთვის აუცილებელი პირობები. ამიტომ, რუსეთი ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზნებს სპეცოპერაციის გაგრძელებით. უკრაინაში მიმდინარე ომის უკან შეერთებული შტატები დგას. ვაშინგტონს არ სურს ამ ომის დასრულება. ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი გააგრძელოს“, განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.



მსგავსი ინფორმაციები