კოქს ბაზარის რეგიონის ბანაკებში ძლიერი ხანძარი გაჩნდა
კოქს ბაზარის რეგიონის ბანაკებში ძლიერი ხანძარი გაჩნდა
ბანგლადეშის კოქს ბაზარის რეგიონში, როჰინჯა მუსლიმთა ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2000 კარავი დაიწვა და 12 ათასი ადამიანი იძულებული გახდა ბანაკები დაეტოვებინა. ლტოლვილთა ბანაკების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კოქს ბაზარში ხანძარი პირველად 11-ე ბანაკში გაჩნდა, შედეგად ამ დროისათვის არავინ დაღუპულა.
ინციდენტის შედეგად დაიწვა 2000 კარავი და 12 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ე.წ. საცხოვრებელი სახლები. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დახმარების ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) და მსოფლიო სასურსათო პროგრამა, უზრუნველყოფენ საკვებს და მსგავს დახმარებას.
თავის მხრივ, ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებული როჰინჯა მუსლიმები განთავსდებიან სხვადასხვა ბანაკებში.
მსგავსი ხანძრები ბანგლადეშში თავშეფარებულ როჰინჯა მუსლიმების ბანაკებში ხშირად ხდება. 2021 წლის მარტში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ათასზე მეტი კარავი დაიწვა და 15 ადამიანი დაიღუპა. გასული წლის იანვარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მხოლოდ დასახლებები დაზიანდა.
მსგავსი ინფორმაციები
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს