ბაიდენი „სისხლიანი კვირის“ სახელით ცნობილი საპროტესტო მსვლელობის აღნიშვნის ღონისძიებას დაესწრო

ბაიდენი „სისხლიანი კვირის“ სახელით ცნობილი საპროტესტო მსვლელობის აღნიშვნის ღონისძიებას დაესწრო

1955444
ბაიდენი „სისხლიანი კვირის“ სახელით ცნობილი საპროტესტო მსვლელობის აღნიშვნის ღონისძიებას დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში შავკანიანთა ხმის მიცემის უფლების გაძლიერებისკენ მოწოდება გააკეთა.

ბაიდენი დაესწრო შავკანიანთა ხმის მიცემის უფლებისთვის, 1965 წელს ალაბამას შტატში ჩატარებული „სისიხლიანი კვირის“ სახელით ცნობილი საპროტესტო მსვლელობის აღნიშვნის ღონისძიებას.

ბაიდენმა ფეხით გაიარა ედმუნდ პეტუსის ხიდი, რომელიც გაიგივებულია აღნიშნულ მოვლენებთან, შემდეგ კი სიტყვით მიმართა ხალხს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ისტორიის შესახებ ყველაფრის სწავლა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, კარგია ეს თუ ცუდი და დაამატა, რომ ის თავს დამნაშავედ გრძნობს, სისხლიანი კვირა ინციდენტის დროს როგორც სამოქალაქო უფლებების მხარდამჭერი.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ხმის მიცემის უფლების მნიშვნელობას და თქვა, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს ჯონ ლუისის ხმის მიცემის უფლებათა აქტი, რომელიც მოიცავს რეგულაციებს ხმის მიცემის პროცესში რასიზმის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ არ გაჩუმდება შავკანიანი ამომრჩევლების მიმართ განხორციელებული უსამართლობის წინაშე და თქვა: „დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობაა“. მან ამ კონტექსტში შავკანიანი ამომრჩევლების წინაშე დადო მთელი რიგი პირობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, დასაქმება და სუფთა წყალზე წვდომა.

ხმის მიცემის უფლებისთვის 50 წლის  წინ ალაბამას შტატის ქალაქ სელმაში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში ასობით შავკანიანი ამერიკელი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები ედმუნდ პეტუსის ხიდზე გადასვლისას პოლიციის სასტიკ ძალადობას წააწყდნენ და მოვლენები ისტორიაში შევიდა, როგორც "სისხლიანი კვირა".


საკვანძო სიტყვები: #სისხლიანი კვირა , #ბაიდენი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები