სერგეი ლავროვმა ცინ განთან უკრაინის საკითხი განიხილა
სერგეი ლავროვმა ცინ განთან უკრაინის საკითხი განიხილა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ცინ განთან უკრაინის საკითხი განიხილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ლავროვი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ცინ განთანაც გამართა შეხვედრა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება და სხვა საერთაშორისო საკითხები, მათ შორის ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ.
მეორეს მხრივ, ლავროვმა და განმა ხელი მოაწერეს 2023 წლის საკონსულტაციო გეგმას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა