წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
1951002

ბრაზილიის სან-პაულოს შტატში 18 თებერვლიდან მოყოლებული, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. სან-პაულოს შტატის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული ზარალი იზრდება. მათი თქმით, სტიქიას ამ დროისთვის 50 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება.
სტიქიის გამო დაახლოებით 1815 ადამიანი სხვადასხვა სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაწესებულებებში იქნა გადაყვანილი, თავშეფარვის მიზნით.