საული ნიინისტო ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

საული ნიინისტო ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

1950299
საული ნიინისტო ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ მათ სურთ ნატოში გაწევრიანება შვედეთთან ერთად და ეს თურქეთის ხელშია.

საული ნიინისტო შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს გაჰრ შტორს შვედეთში შეხვდა.

ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საული ნიინისტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი შვედეთთან ერთად გრძელდება. ჩვენ გვინდა შვედეთთან ერთად ნატოში გაწევრიანება. მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, დამტკიცება თურქეთის ხელშია, არ ვიცი რას ფიქრობს თურქეთი ახლა“.

პრესკონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ნატოს საკითხთან მიმართებაში მოლაპარაკებები თურქეთთან გრძელდება. სკანდინავიის რეგიონს აქვს თავისი პირობები. ჩვენი თანამშრომლობა ნატოს ერთგვარ ძალას შემატებს. როდესაც შვედეთი და ფინეთი გახდებიან ნატოს წევრები, ჩვენი რეგიონი გახდება ნატოს ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილი.“

გაჰრ შტორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას სრულად ვუჭერთ მხარს. ვფიქრობთ, რომ მათი ალიანსში გაწევრიანება, ნატოს ძალას შეჰმატებს. რუსეთი უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. რუსეთის მხრიდან ძალიან განსხვავებული და საშიში მეთოდები გამოიყენება, როგორიცაა კიბერთავდასხმა  და ჰიბრიდული ომი სკანდინავიის ქვეყნების მიმართ. როცა ამაზე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანება შეძლონ“.



მსგავსი ინფორმაციები