რუსეთი „New START“-ში მონაწილეობის შეჩერების თაობაზე განცხადებას აკეთებს
რუსეთი „New START“-ში მონაწილეობის შეჩერების თაობაზე განცხადებას აკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაში (New START) მონაწილეობა შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი RT არხისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა მისი ქვეყნის მიერ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული „New START“-ში მონაწილეობის შეჩერების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს კონტინენტთაშორისი ბირთვული ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შეზღუდვას.
პესკოვმა ინტერვიუს დრის თქვა: „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ გამოვიდა შეთანხმებიდან, არამედ შეაჩერა იგი. აშშ და სხვა ქვეყნების მიერ შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩართულობის დაჟინება მიუღებელია. ეს პირობები შეუძლებელია დღევანდელ კონფლიქტურ გარემოში, სადაც ნატოსაც სულ უფრო მეტად იყოს ჩართული ამ პროცესში. უფრო მეტიც, ნატო აცხადებდა, რომ იყო ხელშეკრულების მხარე. სწორედ ამის გამო რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების ბირთვული შესაძლებლობები. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ გერმანიისა და საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პრეზიდენტისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია უზრუნველყონ, რომ ეს ბირთვული ბალანსი გაგრძელდეს“.
მსგავსი ინფორმაციები

პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“
პესკოვი: „ერდოღანი და პუტინი უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრას გამართავენ“