ენტონი ბლინკენი საბერძნეთში ჩავიდა

ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა ორი მოკავშირე ქვეყნის, თურქეთისა და საბერძნეთის, დაახლოების მომხრეა

1949937
ენტონი ბლინკენი საბერძნეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა ორი მოკავშირე ქვეყნის, თურქეთისა და საბერძნეთის დაახლოების მომხრეა და რომ დაახლოებამ შესაძლოა ახალი შესაძლებლობები შექმნას ანკარასა და ათენს შორის.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მყოფმა ბლინკენმა საბერძნეთის MEGA TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 6 თებერვალს ქაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, საბერძნეთის სწრაფვა თურქეთის მხარდასაჭერად შეეხო თურქთა გულებს და დაამატა: "მე ვიყავი იქ და ვესაუბრე ჩემს ბევრ თურქ კოლეგას. ერთ-ერთი პირველი რაც მათ თქვეს იყო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საბერძნეთის მოქალაქეებისგან დახმარების მიღება. ვფიქრობ, ეს ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს“.

ბლინკენმა გამოთქვა იმედი, რომ საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში სიმშვიდე გაგრძელდება და დასძინა: „შესაძლოა, უახლოეს თვეებში გაჩნდეს შესაძლებლობა, გავაძლიეროთ დიალოგი და გადავწყვიტოთ პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია არსებობს“.

ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

"იმიტომ, რომ საბერძნეთი და თურქეთი ჩვენი ახლო მოკავშირეები, პარტნიორები და მეგობრები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მათი დაახლოება. თუ ასე მოიქცევიან, ორივე ქვეყნის ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობა იქნება." - თქვა ბლინკენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოებაა და იმედოვნებს, რომ თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ამჟამინდელი სულისკვეთება მომავალში პრობლემების მოგვარებაში როლს ითამაშებს.

ბლინკენმა დასძინა, რომ თურქეთის F-16 გამანადგურებლების მოდერნიზაციის პროგრამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნატოსთან თურქეთის, როგორც ნატოს მოკავშირის, თანამშრომლობისა და ალიანსის მთლიანი დაცვის თვალსაზრისით.



მსგავსი ინფორმაციები