ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1949719
ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბრაზილიის სან-პაულოს შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. სან-პაულოს შტატის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული ზარალი იზრდება. მათი თქმით, სტიქიას ამ დროისთვის 46 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაკარგულად ითვლება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება.

შტატების ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფთაგან 7 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სტიქიის გამო დაახლოებით 2500 ადამიანი სხვადასხვა სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაწესებულებებში იქნა გადაყვანილი, თავშეფარვის მიზნით.

მეორეს მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ  სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში დაზარალებულებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ეწვევა სტიქიის ზონას.

თავის მხრივ, ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრაზილიას, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამძიმარი გამოუცხადა და თანადგომა აღუთქვა.



მსგავსი ინფორმაციები