ტაივანს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 4 კაციანი დელეგაცია ეწვია

ჩინეთთან სუვერენიტეტის საკითხზე კონფლიქტში მყოფ ტაივანს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 4 კაციანი დელეგაცია ეწვია

1949019
ტაივანს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 4 კაციანი დელეგაცია ეწვია

ჩინეთთან სუვერენიტეტის საკითხზე კონფლიქტში მყოფ ტაივანს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 4 კაციანი დელეგაცია ეწვია.

ტაივანის საინფორმაციო სააგენტო CNA-ს ცნობით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა პალატის წევრები, რო ხანა, ჯეიკ ოჩინკლოსი და ჯონათან ჯექსონი და რესპუბლიკური პარტიიდან ტონი გონზალესი, კუნძულს 5 დღიანი ვიზიტით ესტუმრა.

დელეგაცია შეხვდა ტაივანის საკანონმდებლო ასამბლეის სპიკერს იუ სი-კუნს და ჩიპების წარმოებაში მსოფლიო ლიდერს, ტაივანის ნახევარგამტარული წარმოების კომპანიის დამფუძნებელს, მორის ჩანგს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა რო ხანამ, ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით, განაცხადა: "ჩვენი ძალისხმევა აქ არასოდეს არის მიმართული ჩინეთის პროვოცირებაზე. ჩვენი საქმიანობა შეესაბამება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტაივანთან ურთიერთობების განვითარების პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას".

დელეგაციამ, რომელიც სავარაუდოდ დღეს ტაივანის ლიდერს ცაი ინგ-ვენს შეხვდება, რესპუბლიკელი სენატორის ტოდ იანგის იანვარში ვიზიტის შემდეგ, წელს მეორე ვიზიტი ჩავიდა კუნძულზე აშშ-ს კონგრესიდან.

დემოკრატი ხანა და ოჩინკლოსი არიან წარმომადგენელთა პალატის ახლად შექმნილი ჩინეთთან კონკურენციის სპეციალური კომიტეტის წევრები.

აგვისტოში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტმა კუნძულზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა გამოიწვია.

ჩინეთთან სუვერენიტეტის საკითხზე კონფლიქტში მყოფ კუნძულზე 25 წლის შემდეგ პირველი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის პელოსის ვიზიტმა პეკინის რეაქცია გამოიწვია, რომელიც კუნძულს თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის და ვიზიტის შემდეგ ჩინეთის არმიამ კუნძულის ირგვლივ სამხედრო წვრთნები დაიწყო.

პეკინი ხაზს უსვამს "ერთი ჩინეთის პრინციპს", ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მსოფლიოს ქვეყნებთან, მის წარმომადგენლობას გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირობას უყენებს ქვეყნებს, რომ თუ ჩინეთს აღიარებენ, უნდა შეწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანთან.



მსგავსი ინფორმაციები