გაერო თურქეთისა და სირიისთვის დახმარების მოწოდებით გამოდის

გაერო თურქეთისა და სირიისთვის დახმარების მოწოდებით გამოდის

1949134
გაერო თურქეთისა და სირიისთვის დახმარების მოწოდებით გამოდის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოუწოდა წევრ ქვეყნებს, მეტი წვლილი შეიტანონ თურქეთისა და სირიისთვის დაწყებული დახმარების კამპანიაში, რომელიც 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონს უნდა მოხმარდეს.

გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ტრადიციულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, გუშინ ჰათაიში მომხდარი 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში რისკები დიდია.

„ძნელია იმის თქმა, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ სირიისა და თურქეთის დახმარებით, რადგან ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი ფული, უფრო სწრაფად. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმას, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა. მაგრამ, კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. გაერომ რეგიონში მომუშავე პერსონალის რაოდენობა გაზარდა“, - განაცხადა დუჟარიკმა.

მეორეს მხრივ, 16 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა: „დღეს გაერო იწყებს მოწოდებას 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარებისკენ იმ თურქი ხალხისთვის, რომელიც დაზარალდა საუკუნის უდიდესი მიწისძვრით“.


საკვანძო სიტყვები: #მხარდაჭერა , #სირია , #თურქეთი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები