პესკოვი: „ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან უკიდურესად დაძაბულია“

პესკოვი: „ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან უკიდურესად დაძაბულია“

1948842
პესკოვი: „ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან უკიდურესად დაძაბულია“

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დედაქალაქ მოსკოვში გამართულ პრესკონფერეციაზე,  მოლდოვის პრემიერ-მინისტრის დორინ რეჩანის განცხადებები, იმის თაობაზე რომ დნესტრისპირეთის რეგიონის დემილიტარიზაცია აუცილებელია, შეფასებები გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან უკვე უკიდურესად დაძაბულია. მოლდოვის ადმინისტრაცია ხაზს უსვამს ყველაფერს ანტირუსულს. ისინი შედიან ანტირუსულ ისტერიაში. მათი ეს დამოკიდებულება მოლდოვასა და ჩვენს რუსეთს შორის ურთიერთობებს ზიანს აყენებს. ჩვენ ვურჩევთ მოლდოველ თანამოსაუბრეებს, ძალიან ფრთხილად იყვნენ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს“.

ცნობისათვის, დორინ რეჩანიმ რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა 16 თებერვალს შექმნილ ახალ მთავრობასთან ერთად, გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი „ჰიბრიდულ“ ომს აწარმოებს მოლდოვას წინააღმდეგ და რომ დნესტრისპირეთი, სადაც რუსული სამხედრო ძალებია განლაგებული, დემილიტარიზებული უნდა იყოს.



მსგავსი ინფორმაციები