აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

აშშ თურქეთის მხარდაჭერას გააგრძელებს

1948410
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

„ხაზს უსვამს თურქეთის როლს ნატოს ალიანსში და აშშ-თურქეთის სტრატეგიულ მექანიზმზე. თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის (ნატოს) დიდი ხნის პარტნიორები არიან. ჩვენ გვაქვს კრიზისის დროს ერთად მუშაობის საამაყო ისტორია, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებზე“, ნათქვამია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასთან დაკავშირებით და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ  მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარება გაგრძელდება.

განცხადებში ნათქვამია, რომ აშშ-თურქეთის ურთიერთობები დაფუძნებულია „ღრმა მეგობრობაზე“ და ხაზგასმულია ორი სახელმწიფოს დიპლომატიურ ისტორიაზე, რომელიც თარიღდება 1831 წლიდან ოსმალეთის იმპერიის დროს და რომ მათი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა „1947 წლის 12 ივლისს ხელმოწერილი, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებით.“

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება ასევე მოიცავდა ინფორმაციას, რომ თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია 1952 წლიდან, მხარს უჭერს მისიებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ავღანეთში, ერაყსა და ბალკანეთში.

რაც შეეხება, აშშ-თურქეთის სტრატეგიულ მექანიზმს, აღნიშნულია, რომ აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა და ამის ფარგლებში 18 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თავისმა თურქმა კოლეგამ მევლუთ ჩავუშოღლუმ მორიგი პირისპირი შეხვედრა გამართეს, განიხილეს, თურქეთ-შეერთებული შტატების თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერება, მათ შორის საჰაერო ძალების მოდერნიზაცია.



მსგავსი ინფორმაციები