აშშ რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
აშშ რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, „რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების“ და მათთვის დაარსებული ბანაკების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მტკიცედ არის აღნიშნული, რომ მოსკოვმა ჩაიდინა ომის დანაშაულები.
სახელმწიფო დეპარტამენტიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთი ახორციელებს მინიმუმ 40 საბავშვო ცენტრისგან შემდგარ სისტემატიურ ქსელს, რომლებიც აღწერილია, როგორც „პოტენციური ომის დანაშაული ათასობით უკრაინელი ბავშვისთვის“.
თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დოკუმენტები და ინფორმაცია გაზიარებულია მოხსენებაში სახელწოდებით „რუსეთის სისტემატური პროგრამა უკრაინელი ბავშვების ხელახალი განათლებისა და შვილად აყვანის მიზნით“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლის ადმინისტრაციამ შექმნა ბანაკის ქსელი, რომელიც გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროდან ციმბირამდე.
ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას.
„რუსეთმა უნდა გააზიაროს იძულებით გადაადგილებული და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სარეგისტრაციო სიები და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს მისცეს წვდომა შესაბამის ობიექტებზე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე და ასევე შიგნით“, ნათქვამია ანგარიშში.
მსგავსი ინფორმაციები
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება