მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა თურქეთის დახმარებას განაგრძობს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა თურქეთის დახმარებას განაგრძობს

1946058
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა თურქეთის დახმარებას განაგრძობს

ტაივანის ხალხის მიერ ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების შემდეგ, რომელიც „საუკუნის კატასტროფად“ შეფასდა, დასახმარებლად შემოწირული მასალების გადაზიდვა გრძელდება.

ტაიპეის თურქეთის სავაჭრო ოფისმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის ავიახაზების (THY) თვითმფრინავი, რომელშიც განთავსებულია 10 ათასი საბანი, 600 კარავი, 5 საველე საავადმყოფოს კარავი და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის საჭირო ნივთები, ქალაქ ტაიპეის ტაოუანის აეროპორტიდან აფრინდა.

ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი დახმარების პირველი პარტია, 150 ტონა საჭირო ნივთები, თურქეთში გუშინწინ ჩავიდა. ტაივანის სამძებრო-სამაშველო 130 კაცისგან შემდგარი ორი ჯგუფი, რომლებიც მიწისძვრების შემდეგ თურქეთში ჩავიდა, კვლავ ადიამანში მუშაობს.

ასევე ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მიწისძვრების შემდეგ სტიქიური უბედურებით დაზარალებულებისთვის თურქეთში სამედიცინო აღჭურვილობას და მასალებს გააგზავნის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვინბინმა დედაქალაქ პეკინში გამართულ რეგულარულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დახმარების პირველი ნაწილი, მათ შორის გადაუდებელი მასალები, როგორიცაა საბნები და კარვები, თურქეთში 11 და 12 თებერვალს ჩავიდა.

ვანგმა განაცხადა, რომ დახმარების მეორე ნაწილის, მათ შორის ელექტროკარდიოგრაფიისა და ულტრაბგერითი აღჭურვილობის, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების და პორტატული პაციენტების საწოლების გაგზავნა ამ კვირაში იგეგმება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ბრძანება გასცა, რომ ყველა არსებული რესურსი მობილიზებული იყოს ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების გამო.

პრეზიდენტის სპიკერმა ლი დო-ვუნმა იუნის სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "იუნმა თქვა, რომ სამხრეთ კორეა, როგორც "სისხლით გაძლიერებული მოკავშირე და მოძმე ერი", უნდა იყოს უფრო მონდომებული ვიდრე სხვა, რომ დაეხმაროს თურქეთს მიწისძვრის შემდეგ. მისივე თქმით, თურქეთს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება კარვები, მედიკამენტები, სამედიცინო საშუალებები და ელექტრო ტექნიკა და სთხოვა ყველა სამინისტროს, მათ შორის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და მრეწველობის სამინისტროებს, მობილიზებული იყვნენ ყველა ხელმისაწვდომი რესურსით და უზრუნველყონ ყველაზე მეტი დახმარება და სწრაფად მოხდეს მოლაპარაკება თურქულ მხარესთან ზომებთან დაკავშირებით“.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #მსოფლიო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები