პერუში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 40 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო პერუში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 40 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო პერუში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 40 ადამიანი ემსხვერპლა.
პერუს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არეკიპას, სეკოჩასა და კამანას პროვინციებში ძლიერი წვიმის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო ვითარების ოპერაციების ცენტრის (COER) ცნობით, სტიქიის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაკარგულია.
ცენტრის განცხადებით, მეწყერის შედეგად დაზიანდა 5495 სახლი, 538 კილომეტრი გზა და 34 ხიდი.
წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში, სადაც ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დაჩა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ყველაზე მეტად დაზარალებულ არეკიპას რეგიონში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა დაზარალებულთათვის დახმარების მისაწოდებლად.