ჯოზეფ ბორელის განცხადება თურქ ჟურნალისტებთან

ჯოზეფ ბორელის განცხადება თურქ ჟურნალისტებთან

1943726
ჯოზეფ ბორელის განცხადება თურქ ჟურნალისტებთან

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო და განაცხადა, რომ ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან რა, როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ყველაფერს აკეთებენ თურქეთის მხარდასაჭერად.

ჯოზეფ ბორელიმ ამის შესახებ ბრიუსელში, თურქ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ძალიან ვწუხვართ მიწისძვრის გამო. ეს არის დიდი ტრაგედია. მე ვუკავშირდები ჩემს მეგობარს (საგარეო საქმეთა მინისტრს) მევლუთ ჩავუშოღლუს. ევროკავშირის ყველა ქვეყანა ვაგზავნით სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო საშუალებებს და სხვა ყველა საჭირო პირველადი დახმარების ინვენტარებს“, განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

მან ინტერვიუს დროს, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზეც ისაუბრა და მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთი, ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.   



მსგავსი ინფორმაციები