უკრაინას ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და დაზვერვის ხელმძღვანელი ჰყავს

უკრაინის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და დაზვერვის ხელმძღვანელი

1943314
უკრაინას ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და დაზვერვის ხელმძღვანელი ჰყავს

უკრაინაში შინაგან საქმეთა მინისტრად იგორ კლიმენკო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ხელმძღვანელად ვასილ მალიუკი დაინიშნა.

უკრაინის რადამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კლიმენკოს შინაგან საქმეთა მინისტრად, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვასილ მალიუკის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

51 წლის კლიმენკო ბოლო 4 წლის განმავლობაში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად მსახურობდა, შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპვის შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულდებდა.

მალიუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის SBU-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გასული წლის ივლისში SBU-ს ხელმძღვანელის ივან ბაკანოვის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები