ევროპის ქვეყნების ათეულობით სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფი თურქეთისთვის იქნა მობილიზებული

ევროპის ქვეყნების ათეულობით სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფი თურქეთისთვის იქნა მობილიზებული

1943384
ევროპის ქვეყნების ათეულობით სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფი თურქეთისთვის იქნა მობილიზებული

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, უბედური შემთხვევის ზონებში ევროპის 21 ქვეყნის 30 სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფი იქნა მობილიზებული. ამ ჯგუფებიდან 11 უკვე ჩამოვიდა თურქეთში. ევროკომისიის განცხადებით, 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების გამო, რომელთა ეპიცენტრი ქ. ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქისა და ელბისტანის რაიონები გახლდათ, ევროპის ქვეყნებიდან 30 სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფი იქნა მობილიზებული. მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთში გაიგზავნება 1200 სამძებრო-სამაშველო ოფიცერი ევროპის 21 ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირის წევრი 19 ქვეყნიდან, მონტენეგროდან და ალბანეთიდან. ამ ეკიპაჟის წევრებს 79 სამძებრო-მაშველი ძაღლიც ახლავს.



მსგავსი ინფორმაციები