კრემლის მორიგი გაფრთხილება დასავლეთს
კრემლის მორიგი გაფრთხილება დასავლეთს
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაგზავნა მესიჯი, რომ „სანამ დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის, რუსეთი მაქსიმალურად გამოიყენებს თავის პოტენციალს“.
პესკოვმა, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პუტინის მხრიდან დასავლეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„ეს (მესიჯი) ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს პოტენციალი და როგორც კი გამოჩნდება ახალი იარაღი, რომელიც მიწოდებულია კოლექტიური დასავლეთის მიერ, რუსეთი გამოიყენებს არსებულ ყველა პოტენციალს, რათა უპასუხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში“, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების დღესთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას, რუსეთთან ახალ ომში აქცევს. ისინი ველზე რუსეთზე გამარჯვებას ელიან, აშკარად არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება. ჯავშანტექნიკის გამოყენება არ მოაგვარებს საქმეს, ეს ყველამ უნდა გაიგოს“.