მორიგი სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში

მორიგი სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში

1941096
მორიგი სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში

უკრაინის დონეცკის ოლქში რუსული არმიის მიერ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული მორიგი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში 4 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მოხდა.  მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე გაგზავნილმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს და 2 ადამიანი გადაარჩინეს. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანიც დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და ნანგრევების ქვეშ დარჩნენ.

მეორეს მხრივ, უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკის ოლქის სხვადასხვა დასახლებებში 6 სარაკეტო და 4 საჰაერო დარტყმა განახორციელა.



მსგავსი ინფორმაციები