ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

1939994
ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დადგა დრო მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების მიკოლაევის პორტებზეც.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად ოდესაში ჩავიდა სადაც გამართული შეხვედრის შედმეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე მარცვლეულის შეთანხმება შეაფასა და აღნიშნა: „დადგა დრო, რომ მარცვლეულის გადაზიდვის არეალი გავაფართოვოთ მიკოლაევის რეგიონის პორტებამდე და მოიხსნას ყველა ბარიერი გემების გადაადგილებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ამ კუთხით დანია შესაბამის მხარდაჭერას გაგვიწევს“.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ასევე ისაუბრა გასული წლის 24 თებერვლიდან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ მძიმე შეტაკებები გრძელდება განსაკუთრებით დონბასის რეგიონში. მისივე თქმით, უკრაინის არმიას სჭირდება ტანკები, რუსული ძალების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის და მოკავშირეებს მოუწოდა დააჩქარონ ტანკების უკრაინაში გაგზავნის პროცესი.

პრესკონფერენციის დროს დანიის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ისინი უკრაინას განადგურებული ადგილების აღსადგენად მხარს დაუჭერენ.

მეორეს მხრივ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების უახლოეს მომავალში სხვა პორტებზე გავრცელება შეუძლებელია.



მსგავსი ინფორმაციები