პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტი მეჩეთს დაესხა თავს
პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტი მეჩეთს დაესხა თავს

პაკისტანის ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით, 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პოლიციელები. ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა შუადღის ნამაზის ლოცვის დროს განხორციელდა. თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელები და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.
ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისათვის არავის აუღია.
მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ პაკისტანის თალიბანმა ბოლო დროს ქვეყანაში მსგავსი ტერორისტული თავდასხმები საგრძნობლად გაზარდა.
ცნობისათვის, 2022 წელს პაკისტანში ტერორისტული თავდასხმები წინა წელთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა.