ოსკარ სტენსტრომი: „შვედეთში აფინანსებენ PKK-ს“

ოსკარ სტენსტრომი: „შვედეთში აფინანსებენ PKK-ს“

1939294
ოსკარ სტენსტრომი: „შვედეთში აფინანსებენ PKK-ს“

შვედეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი და  მთავარი მომლაპარაკებელი ნატოს წევრობის საკითხებში ოსკარ სტენსტრომი თავის ქვეყანაში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ს ვითარებაზე აცხადებს: „შვედეთში აფინანსებენ PKK-ს“.

შვედეთის სახელმწიფო რადიო SR-სთვის ინტერვიუს მიცემისას ოსკარ სტენსტრომმა განაცხადა, რომ  მომავალ კვირას ანკარასთან დაკავშირებას განიხილავს თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის ნატოში გაწევრიანების შესახებ სამმხრივი მექანიზმის შეხვედრის განახლების მიზნით.

„რადგან ამ მომენტში არ იქნება სასარგებლო და სანდო შეხვედრა, უაზრო იქნება შეკრება და მოლაპარაკებები და ეს, ალბათ, კიდევ უფრო გაართულებს პროცესს. თუმცა, ვფიქრობ, თურქულ მხარეს დავუკავშირდები მომავალი კვირის დასაწყისში პირისპირ შეხვედრების გასაგრძელებლად. რაც შეეხება სტოკჰოლმში ყურანის დაწვას, მიუხედავად იმისა, რომ რაც გაკეთდა კანონიერია, თურქეთის სტოკჰოლმის საელჩოს წინ წმინდა ყურანის დაწვამ მთელი რელიგია შეურაცხყო. ეს სულაც არ არის პოზიტიური ნატოს მოლაპარაკებებისთვის, ეს სამწუხარო სიტუაციაა და ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეხედულებები ამის შესახებ“, - განაცხადა სტენსტრომმა.

მან ბოლოს, ტერორისტულ ორგანიზაცია, PKK/YPG-ს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში თურქეთის მხრიდან უფრო მეტი ყურადღების შვედეთზე გამახვილების მიზეზი ის გახლავთ, რომ ამ ორგანიზაციას უფრო მეტი ფინანსური დახმარება აქვს შვედეთში, ვიდრე ფინეთში.    



მსგავსი ინფორმაციები