რასმუს პალუდანი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებას
მან კიდევ ერთხელ დაწვა წმინდა ყურანი
დანიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა რასმუს პალუდანმა მორიგი პროვოკაცია მოახდინა. ამჯერად დანიაში დაწვა წმინდა ყურანი პოლიციის დაცვის ქვეშ, მეჩეთის წინ. პალუდანმა, რომელმაც 21 იანვარს, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ დაწვა წმინდა ყურანი, იგივე პროვოკაცია ამჯერად დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მოაწყო.
რასმუს პალუდანი, პარასკევის ლოცვიდან გამოსულ მუსლიმების ყურადღების მოსაპყრობად, ხელში არსებულ წმ. მუჰამედ შუამავლის შეურაცხმყოფელ ნაჭერს აფრიალებდა. მეჩეთიდან გამოსულმა მრევლმა კი სიმშვიდე შეინარჩუნა პროვოკატორის წინააღმდეგ. მრევლმა იმ ადგილს სადაც აღნიშული პოლიტიკოსი პროვოკაციას აწყობდა, თავი აარიდა.
ამასობაში გაირკვა, რომ მუსლიმი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც ხელში წყალი და ცეცხლმაქრები ეჭირათ, პოლიციამ გააფრთხილა.
რადიკალ მემარჯვენე პოლიტიკოსს კი ამ პროვოკაციული ქმედების დროს პოლიცია იცავდა.
მსგავსი ინფორმაციები

უკრაინიდან პოლონეთში შესულ ლტოლვილთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა
უკრაინიდან პოლონეთში შესულ ლტოლვილთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა