თავდასხმა ეკლესიებზე
თავდასხმა ეკლესიებზე

ესპანეთის სამხრეთით, კადიზში, ალგესირას რაიონში, პირი დანით თავს დაესხა ორ ეკლესიას, რის შედეგადაც 1 მღვდელი დაიღუპა და 4 ადამიანი დაშავდა. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 19:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა მღვდელი შეკამათების შემდეგ მოკლა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირმა, რომელიც მღვდელის მოკვლის შემდეგ სან-ისიდროს უბანში დანით სეირნობდა და თავს დაესხა სხვა ეკლესიას, დაჭრა ერთი მღვდელი და იქ მომუშავე კიდევ 3 ადამიანი.
ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 25 წლის მაროკოელი წარმოშობის მამაკაცი იყო, რომელის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
პროკურატურამ, რომელმაც მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ტერაქტის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.