აშშ უკრაინას „M1 Abrams-ის“ ათეულობით ტანკს გადასცემს

აშშ უკრაინას „M1 Abrams-ის“ ათეულობით ტანკს გადასცემს

1938132
აშშ უკრაინას „M1 Abrams-ის“ ათეულობით ტანკს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას „M1 Abrams-ის“  ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.

ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად კიევს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ტანკებს გაუგზავნიან.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ტანკების მოვლა და მართვა უკიდურესად რთულია და ამ კონტექსტში უკრაინელ ჯარისკაცებს ტანკების ლოგისტიკის, მოვლა-პატრონობისა და გამოყენების შესახებ რაც შეიძლება მალე მოამზადებენ. მისივე თქმით, მიწოდება მოხდება მაშინ, როცა უკრაინელები სრულად მზად იქნებიან „M1 Abrams-ის“ ტანკების მათ თავდაცვაში ინტეგრირებისთვის.

მეორეს მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინისათვის გადასაცემი ტანკები, როგორც სხვა იარაღი, მხოლოდ მათი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უნდა იქნეს გამოყენებული.

აშშ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გერმანიამაც გადაწყვიტა, რომ უკრაინას ლეოპარდის ტანკები გადასცეს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს და გერმანიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მათთვის სასიხარულო ინფორმაციაა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #გადაცემა , #უკრაინა , #ტანკები , #M1 Abrams

მსგავსი ინფორმაციები