ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი კარანტინშია

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში, ამოუცნობი რესპირატორული დაავადების გამო, ხუთ დღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა

1937682
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი კარანტინშია

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში, ამოუცნობი რესპირატორული დაავადების გამო, ხუთ დღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა.

NK News-ზე დაფუძნებული Yonhap-ის ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებამ შემთხვევების რაოდენობის ზრდის თავიდან ასაცილებლად დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ითქვა, რომ დაავადების ტიპი ჯერ დადგენილი არ არის და დედაქალაქის მოსახლეობას დღეში რამდენჯერმე სხეულის ტემპერატურის გაზომვა სთხოვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფხენიანში ხალხი საკვებს იმარაგებს იმ შემთხვევისთვის, თუ ხუთ დღიანი კომენდანტის საათი გაგრძელდება.

ჩრდილოეთ კორეაში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პირველი შემთხვევა მაისში, ხოლო აგვისტოში კი ეპიდემიის წინააღმდეგ გამარჯვება გამოცხადდა.

ფხენიანის ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ ეპიდემიასთან დაკავშირებული შემთხვევებისა და დაღუპულთა რაოდენობის არაგამჭვირვალედ გამოცხადებას.



მსგავსი ინფორმაციები