აშშ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს გადასცემს

ჯო ბაიდენი გამოაცხადებს ამ კვირაში უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გადაცემის შესახებ

1937412
აშშ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს გადასცემს

ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოაცხადებს ამ კვირაში უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გადაცემის შესახებ.

ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, „პრეზიდენტი ბაიდენი ყველაზე ადრე ხვალ, ამ კვირაში, გამოაცხადებს, რომ უკრაინას მიაწვდის M1 Abrams-ის ტანკებს“.

ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ გამოცხადებული პაკეტი შეიძლება შეიცავდეს "აბრამსის ბატალიონს", რომელიც შეესაბამება 30-დან 50 ტანკს.

ვაშინგტონის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი გადაიდგა იმის გამო, რომ გერმანიას არ სურდა უკრაინისთვის ტანკების მიწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებამდე და გერმანული წარმოების ტანკების უკრაინის არმიისთვის სხვა სახელმწიფოების მიერ მიწოდება ჯერ-ჯერობით არ დამტკიცებულა.


საკვანძო სიტყვები: #M1 Abrams , #ტანკი , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები