უკრაინელი მაღალჩინოსნები თანამდებობას ტოვებენ

უკრაინელი მაღალჩინოსნები თანამდებობას ტოვებენ

1937324
უკრაინელი მაღალჩინოსნები თანამდებობას ტოვებენ

უკრაინაში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიაჩესლავ შაპოვალოვის და გენერალური პროკურორის მოადგილის ალექსეი სიმონენკოს  თანამდებობიდან გადადგომა დაკმაყოფილებულ იქნა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, კირილო ტიმოშენკოს გადადგომის განკარგულებას მოაწერა ხელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია: „წარდგენილი პეტიციის თანახმად, კირილო ტიმოშენკო გათავისუფლებულ იქნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის პოსტიდან“.

მეორეს მხრივ, თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა.

თავის მხრივ, უკრაინის გენერალური პროკურატურის ტელეგრამის არხზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ვიცე-პრემიერ ალექსეი სიმონენკოს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

ცნობისათვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, საზოგადოების კრიტიკის ცენტრში მოექცა. გადადგომის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მიზეზით მიიღო.

თავის მხრივ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ივან ლუკერიამ და თემებისა და რეგიონების განვითარების მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ ნეგოდამ სოციალურ ქსელებში განაცხადეს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერეს.



მსგავსი ინფორმაციები