სერგეი ლავროვი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს

სერგეი ლავროვი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს

1936888
სერგეი ლავროვი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ დასავლეთის ნამდვილი ომი რუსეთის წინააღმდეგ. სერგეი ლავროვმა ამის შესახებ, პრეტორიაში თავის კოლეგასთან ნალედი პანდორასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობს, ხშირად ემუქრება. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ინგლისმა მუქარითა და ზეწოლით დაარღვია ყველა წითელი ხაზი.

„ისინი ემუქრებიან ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოადგენენ 1000 წლის დიდ ცივილიზაციებს და უგულებელყოფენ, რომ ამ ხალხებს აქვთ ეროვნული სიამაყე. ის რაც უკრაინაში ხდება, რუსულ ენასთან არსებული ყველა კულტურის და ცივილიზაციის განადგურებაა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება ახლა უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ უკვე არა ჰიბრიდულ ომზე, არამედ თითქმის რეალურ ომზე, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა ბოლოს ასევე დასძინა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებიც მშვიდობის დამყარების ლოზუნგებით იქნენ არჩეული, არჩევისთანავე  გადაიქცნენ, სახელმწიფო ლიდერებად, რომლებიც მხოლოდ რუსეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი.



მსგავსი ინფორმაციები