იტალიაში მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო დაიჭირეს, რომელიც 30 წელია იძებნებოდა

იტალიაში მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო დაიჭირეს, რომელიც 30 წელია იძებნებოდა

1933314
იტალიაში მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო დაიჭირეს, რომელიც 30 წელია იძებნებოდა

იტალიაში მაფიის ლიდერი მატეო მესინა დენარო დაიჭირეს, რომელიც 30 წელია იძებნებოდა.

60 წლის დენარო დააკავეს კუნძულ სიცილიის კერძო კლინიკაში, სადაც ის სამკურნალოდ მივიდა.

იტალიის პოლიციის განცხადებით, მაფიის ლიდერი ძებნილ კრიმინალთა სიის სათავეში იყო.

სოციალურ ქსელში მატეო მესინა დენაროს დაკავების კადრები გავრცელდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ოპერაციას "დიდი გამარჯვება" უწოდა  და პოლიციას მიულოცა.

მაფიის ლიდერ დენაროს სამ სხვადასხვა საქმეზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი სამუდამო პატიმრობა, მათ შორის 2 პროკურორის მკვლელობაზე, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოძიებას ატარებდნენ.


საკვანძო სიტყვები: #მაფიის ლიდერი , #დაკავება , #იტალია

მსგავსი ინფორმაციები