ევროკავშირმა ალი რეზა აკბარის სიკვდილით დასჯა მკაცრად დაგმო
ევროკავშირმა ალი რეზა აკბარის სიკვდილით დასჯა მკაცრად დაგმო
1933079
ევროკავშირმა ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ალი რეზა აკბარის სიკვდილით დასჯა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა (ირანი-ბრიტანეთი), ბრიტანეთის სახელით ჯაშუშობის ბრალდებით მკაცრად დაგმო.
ევროსაბჭოს წერილობით განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირმა მკაცრად დაგმო აკბარის სიკვდილით დასჯა და იგი წინააღმდეგია სიკვდილით დასჯის ნებისმიერ ვითარებაში. ევროკავშირი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აკბარის ოჯახს სამძიმარს, ხოლო ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს.
ცნობისათვის, ალი რეზა აკბარის სასიკვდილო განაჩენი 11 იანვარს გამოუტანეს, ხოლო 14 იანვარს აღასრულეს. მას ბრალად, დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდა ბრალად.