ორბანი: „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის სანქციები“

ორბანი: „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის სანქციები“

1932449
ორბანი: „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის სანქციები“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გასული წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა არასწორია და ის უნდა შეიცვალოს.

უნგრეთის სახელმწიფო რადიო, Kossuth-ში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება, ენერგიის ფასები და ზოგადი ინფლაცია განახევრდება, მაგრამ ამისათვის ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც უნგრეთმა ადრე ენერგეტიკის სფეროში გადაიხადა 7 მილიარდი ევრო, სანქციების გამო ეს რიცხვი 17 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ორბანმა თქვა, რომ უნგრეთს არ აქვს სანქციების თავიდან აცილების უფლება, მაგრამ დიდ სახელმწიფოებს, როგორიცაა გერმანია ან საფრანგეთი, შეუძლიათ ამის გაკეთება.

„რა თქმა უნდა, ამერიკამ მოიგო ომი და ევროპამ კი წააგო. არის დებატები იმის შესახებ, რუსეთმა მოიგო თუ წააგო ომი. თუ ფულზე ვისაუბრებთ, ვერ ვიტყვით, რომ რუსეთმა ძალიან ბევრი წააგო. ომისა და სანქციების გამო ევროპამ დიდი ზარალი ნახა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა რადიო, Kossuth-ში სიტყვით გამოსვლის დროს.



მსგავსი ინფორმაციები