ალაბამაში ქარიშხალის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ალაბამაში ქარიშხალის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1932175
ალაბამაში ქარიშხალის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების ალაბამას შტატში ძლიერი ქარიშხლის გამო ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა.

მაშინ, როდესაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კალიფორნიაში ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გაგრძელდა, სამხრეთში კერძოდ კი ალაბამას შტატში ძლიერი ქარიშხალია.

ალაბამას შტატის გუბერნატორმა ქეი აივიმ სოციალური ქსელის პლატფორმა Twitter-ზე  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ქარიშხალის შედეგად დაღუპული 6 ალაბამელის გამო ვწუხვარ“. გუბერნატორის თქმით, ძლიერი ქარიშხალის შედეგად დაზარალებულ ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.



მსგავსი ინფორმაციები