ძლიერი წვიმების და შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ძლიერი წვიმების და შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

1931858
ძლიერი წვიმების და შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების  კალიფორნიის შტატში შაბათ-კვირას დაწყებული ძლიერი წვიმისა და შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ შტატის სამხრეთ ნაწილში უამინდობის პირობები შემცირდა რა, მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ხვალიდან ჩრდილოეთში ახალი ძლიერი წვიმის და შტორმის ტალღაა მოსალოდნელი.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, რომელიც ეწვია ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად დაზარალებულ სანტა-კრუზის რაიონს, თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. ნიუსომმა განაცხადა, რომ კალიფორნიის 58 ოლქიდან ნახევარზე მეტი გამოცხადდა „სტიქიის ზონად“.

განსაკუთრებით შტატის სამხრეთ ნაწილში, წვიმისა და შტორმის შემცირების შემდეგ, წყალდიდობის გამო ევაკუირებული დაახლოებით 35000 ადამიანის ნაწილს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა და ასევე ელექტროგადამცემი ხაზების და დაზიანებული გზების შეკეთება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები