ესტონეთი რუსეთს დიპლომატიური პერსონალის შემცირებას სთხოვს

ესტონეთი რუსეთს დიპლომატიური პერსონალის შემცირებას სთხოვს

1931352
ესტონეთი რუსეთს დიპლომატიური პერსონალის შემცირებას სთხოვს

ესტონეთმა რუსეთს 1 თებერვლამდე ქვეყანაში დიპლომატიური პერსონალის 8-მდე შემცირება მოსთხოვა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ორ ქვეყანაში საელჩოს თანამშრომელთა თანაბარი რაოდენობის არსებობა გახლავთ. ამავე ინფორმაციით, ესტონეთმა რუსეთს სთხოვა, რომ დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა მაქსიმუმ 8 იყოს, ხოლო ტექნიკური და ადმინისტრაციული მომსახურე პერსონალის რაოდენობა მაქსიმუმ 15.

გადაწყვეტილების შეფასებისას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ უკრაინის ომზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთის საელჩო მხარს არ უჭერს ესტონეთ-რუსეთის ურთიერთობებს, ამიტომ არ არსებობს საელჩოს ამჟამინდელი მდგომარეობით მუშაობის საფუძველი.



მსგავსი ინფორმაციები