აქტუალური თემის ანალიზი 19-2022

რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო კურსი 2023 წელს

1929095
აქტუალური თემის ანალიზი 19-2022

რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო კურსი 2023 წელს

აქტუალური თემის ანალიზი 19-2022

რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო კურსი 2023 წელს

2022 წლის თვალსაზრისით, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ განტოლებაში ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი ფიქრობდა, რომ რუსეთი იოლად აიღებდა ქვეყანას, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ომი ორივე მხარისთვის დამანგრეველი გზით გრძელდება. 2023 წლის კუთხით ჩანს, რომ საერთაშორისო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ იქნება მიმდინარე ომი და აშკარაა, რომ მხარეები ჯერ შორს არიან პოლიტიკური კონსენსუსისგან.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ახალი წლის პირველ დღეებში რუსეთ-უკრაინის ომი მთელი სისწრაფით გრძელდება. კერძოდ, უკრაინის არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში რუსი ჯარისკაცების წინაღმდეგ, ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ით განხორცილებულმა დარტყმამ დიდი გავლენა იქონია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ სულ მცირე 400 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად 83 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსებმა დაიწყეს ბრძოლა უფრო ორგანიზებული გზით, გათავისუფლდნენ იმ ბინძური გარეგნობისგან, რომელიც მათ ომის საწყის ეტაპზე გამოსცეს, განსაკუთრებით „გაერთიანებული სამხედრო ძალების სარდლობის“ ცვლილებით. შედარებით პოზიტიური პერსპექტივა იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო ძალების მეთაური სერგეი სუროვიკინი დაინიშნა უკრაინაში მებრძოლი ჯარების ახალ მეთაურად. თუმცა, მაკეევკაში მძიმე მარცხმა კვლავ კითხვის ნიშნები გააჩინა. ითვლება, რომ რეგიონის არეალი HIMARS-ის ფარგლებშია მოქცეული და იქ მყოფი ჯარისკაცები სამიზნე არიან მობილური ტელეფონების სიმკვრივის გამო. ასე რომ, აქ კვლავ არის დანაკარგი, რომელიც გამოწვეულია ბრძანება-კონტროლით და არადისციპლინით.

თუმცა, ბოლო თვეებში, სუროვიკინის ხელმძღვანელობით, რუსულმა არმიამ შეიძლება განიცადა გარკვეული დანაკარგები, მაგრამ, მის მიერ თავდაცვითი ხაზის შექმნამ მძიმე დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება გამოიწვია. ზამთრისთვის შექმნილი ამინდის პირობების გამოყენებით მოახერხა პოზიციის გამაგრება. სუროვიკინის თავდასხმებმა, რომელიც უკრაინულ ინფრასტრუქტურას უმიზნებდა სირიის მსგავსი განადგურების სტრატეგიით, გამოიღო შედეგი და დაარღვია უკრაინის არმიის იმპულსი. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის არმიას უფრო მეტი სტრუქტურული პრობლემები აქვს, რასაც სუროვიკინი ვერ გადაჭრის.

გაზაფხულის თვეებთან ერთად უფრო ინტენსიური შეტაკებები იქნება ფრონტის ხაზზე. ასევე  მოსალოდნელია უკრაინის არმიამ სახმელეთო ოპერაციები დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიების გადასარჩენად. სანამ დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ იარაღის დახმარებას, რუსები ცდილობენ გაზარდონ თავიანთი წარმოება თავდაცვის მრეწველობის სფეროში. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით უპირატესობა რუსების ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მოქმედებენ სამამულო ომის ლოგიკით, იმ განტოლებაში, სადაც ომი გრძელდება, ჩნდება კითხვის ნიშნები, ვინ გამოიჩენს მეტ წინააღმდეგობას და გადარჩება. რა თქმა უნდა,  ორივე მხარეს არის დადებითი და უარყოფითი მხარეები. გადამწყვეტი იქნება დასავლეთის ქვეყნების მონდომება და გამძლეობა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ჩართვა რუსეთის სასარგებლოდ რაღაც მომენტში ერთ-ერთი შესაძლო სცენარიც გახლავთ. თავის მხრივ, თურქეთი კი 2023 წელსაც გააგრძელებს შუამავლის როლს მხარეებს შორის.



მსგავსი ინფორმაციები