იუტას შტატში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთაგან 5 ბავშვია
იუტას შტატში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთაგან 5 ბავშვია
1928259

ამერიკის შეერთებული შტატების იუტას შტატში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 8 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთაგან 5 ბავშვია. უბედური შემთხვევა ქალაქ ენოქში მოხდა. ქალაქის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს ფაქტი რეგიონის მოსახლეობისთვის მუქარის შემცველი ქმედება არ არის.
საკითხთან დაკავშირებით იუტას გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა სოციალურ ქსელ, Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი გვერდში უდგანან რეგიონში ყველა დაზარალებულს „უაზრო ძალადობისგან“.