ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო
ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო
ბრაზილიაში, გასული წლის 31 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო.
და სილვამ ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს პირობა დადო, რომ აღადგენს ბრაზილიას. მან თქვა: „გპირდებით დავიცვა კონსტიტუცია. გპირდებით, რომ მხარს დავუჭერ ყველა ბრაზილიელი ხალხის სიკეთეს და ვივლი ერთიანობის, მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გზაზე.“
და სილვამ ასევე განაცხადა, რომ ისინი შეინარჩუნებენ აქტიურ დიალოგს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან. სილვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა არსებობს და დაამატა: „ბრაზილიას არ სურს, რომ მის ხალხს იარაღი ჰქონდეს. ეს არ არის საჭირო. იმისათვის, რომ უფრო სამართლიანი ქვეყანა ვიყოთ, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ კულტურას და წიგნებს. ჩვენ გვჭირდება ეს. აზრი არ აქვს საწვავის და სხვა მასალების იმპორტს. ბრაზილია უნდა იყოს წინა პლანზე საერთაშორისო ეკონომიკაში.“
ლუის ინასიო ლულა და სილვას ფიცის დადების ცერემონიას, თურქეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ესპანეთის მეფე ფელიპე IV, არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი, ბოლივიის პრეზიდენტი ლუის არსე, კოლუმბიის პრეზიდენტი, პარაგვაის პრეზიდენტი, ურუგვაის პრეზიდენტი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, პორტუგალიის პრეზიდენტი და სხვა მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრო.