ირანელმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

ირანელმა მოზარდმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

1924759
ირანელმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

ირანში ახალგაზრდა ქალის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები სხვადასხვა წერტილში ისევ გრძელდება. საფრანგეთში მცხოვრებმა ირანელმა მოჰამად მორადიმ ქალაქ ლიონში მდინარე რონში გადახტა და თავი მოიკლა, რათა ყურადღება მიექცია მის ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისადმი.

სანამ თავს მოიკლავდა, მორადიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იწყება სიტყვებით „ეს არის ჩემი თვითმკვლელობის ვიდეო“.

მასში მორადი ამბობს, რომ თვითმკვლელობის მიზანია „ევროპის ქვეყნებისა და ხალხების ყურადღების მიქცევა ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი“.

"სანამ ამ ვიდეოს უყურებთ, მე მდინარეში მოვკვდები. თვალი ვერ დავხუჭე ჩემი ხალხის პრობლემებზე. მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ვიცხოვრო დამცირებით." - ამბობს ირანელი ახალგაზრდა.

ფრანგული მედიის ცნობით, გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე, გამვლელების ჩარევის მიუხედავად, 38 წლის მორადი მდინარე რონში გადახტა და ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მდინარეში ცხედარი იპოვეს.

ირანის დედაქალაქ თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციის მიერ თავსაბურავის წესების დარღვევის გამო დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის მაჰსა ამინის, 16 სექტემბერს გარდაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქცების დაწყება გამოიწვია.

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ანტირეჟიმულ გამოსვლებში გადაიზარდა, ასობით ადამიანი დაიღუპა და 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო აქცია , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები