ვლადიმერ პუტინმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ვლადიმერ პუტინმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1922729
ვლადიმერ პუტინმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინაში პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს უშედეგოდ გაგზავნის რა, ეს მხოლოდ კონფლიქტს გაახანგრძლივებს. პუტინმა კრემლის სასახლეში რუს ჟურნალისტებთან საუბრისას დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

მან ინტერვიუს დროს, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსული ნავთობის და გაზის მიმართ დამოკიდებულებაც შეაფასა და აღნიშნა: „ის, რასაც ისინი ცდილობენ, ეს არის კოლონიალიზმად გადაქცევა. ისინი მიჩვეულები არიან ქურდობას და ძარცვას. ევროპული ეკონომიკის უმეტესობამ გააძლიერა მონებით ვაჭრობა და აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ძარცვა“.

ვლადიმერ პუტინმა, აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის გასაგზავნი პატრიოტების საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებაც ისაუბრა და დასძინა: „ეს ძველი სისტემაა და ისინი არ მუშაობენ, როგორც ჩვენი S-300-ები. ისინი ამბობენ, რომ ეს არის თავდაცვითი იარაღი. ვთქვათ, რომ ასეა, მაშინ არის გამოსავალი. ვინც ამას აკეთებს (გადაზიდვას), აკეთებს ტყუილად. ეს მხოლოდ გაახანგრძლივებს კონფლიქტს. ყველა შეიარაღებული კონფლიქტი სრულდება ასე თუ ისე რაღაც სახის მოლაპარაკებებით, დიპლომატიურ ველზე. რაც მალე გააცნობიერებენ ამას ისინი, ვინც გვეწინააღმდეგებიან, მით უკეთესი. ჩვენ ამაზე უარი არასდროს გვითქვამს.“



მსგავსი ინფორმაციები